კალაძე: ხაზარაძე ანაკლიის პროექტს ვერ განახორციელებს, ამის არც ფინანსური და არც გონებრივი რესურსი აქვს(ვიდეო)

“თიბისი ბანკის”ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროეტს ვერ განახორციელება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმ მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

… თუ ბანკი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, ბატონმა ხაზარაძემ ასეთი ბანკი როგორ შეიძინა? არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? თურმე 2 წლის შემდეგ გაახსენდა, თურმე უყიდია ასეთი ბანკი, სამარცხვინოა! უბრალოდ სირცხვილია ასეთი განცხადებები! მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი გააჩნია და არც ზნეობა. 

მე, ჩემი განცხადებებით ყოველთვის ვცდილობდი, რაღაც გარკვეულ წილად, ახალი პოლიტიკურ ჯგუფი იქმნებოდა, ახალი პოლიტიკოსი შემოდის და ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური სივრცისთვის ვიფიქრე, რომ ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, კარგია. მაგრამ, სიცრუით, სიყალბით… სხვათა შორის ეს ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში.  რაც ძალინ ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. 

მაგრამ, ეს ადამიანი დაადგა სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. როგორც კი შემოვიდა და დაიწყო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, პირველივე დღიდან გვეჭორავება ჩვენ და საზოგადოებას. რაც შეეხება ანაკლისს კონსორციუმისთის მიცემულ ვადებს, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას დაუდასტუროს, გააკეთოს დემონსტრირება იმისი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, ძალინ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად