“მაშინ საერთოდ მერს რატომ ვირჩევთ ან მერია რად გვინდა თუ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ამ ქალაქში და უნდა ვიყოთ მაშინ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ. ” – განაცხადა გადაცემა “რეაქციაში” დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეფორმებზე დებატებისას.
“მაშინ მეც რა მინდა, დავიხურავ ქუდს და წავალ. მე მგონია ხალხმა იმიტომ ამირჩია, რომ რეფორმები განვახორციელოთ, შევცვალოთ ის რაც არ მოგვწონს, რაც ცუდია, ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ…
მე ახლა მართლა მეამაყება, რომ იმდენი რამ კეთდება თბილისში. გადავხედოთ, ამ ქალაქში ხომ ვცხოვრობთ ყველა, არ გაკეთებულა არასდროს. შეიძლება იყოს დისკომფორტი და მართლაც დისკომფორტია, ქუჩები გადათხრილია, მიდის სამუშაოები, ზოგი თხრილშია ჩამძვრალი, საკანალიზაციო ან წყლის მილს აკეთებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს დედაქალაქი იყოს ერთ-ერთი ულამაზესი, თავისი ულამაზესი უბნებით, ულამაზესი შენობა-ნაგებობებით, ვნახოთ რა მდგოამრეობაშია გავიდეთ ძველ თბილისში უმძიმესი მდგომარეობაა” – განაცხადა კახა კალაძემ.