კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს: სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები! (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა საკრებულოს წევრი, “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახი კალაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკრებულოს დერეფანში იდგა, კახა კალაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას კორუმპირებული უწოდა. აღნიშნულზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა რომ ხაბეიშვილი მუდამ ასეთი გაფარჩაკებული დარჩება.

ლევან ხაბეიშვილი: ბატონო კახი კითხვების რატომ გეშინიათ? მთავრიბის სხდომაზე რომ შემოვსულიყავი და კითხვები დამესვა.

კახა კალაძე: წამოდი ახლა და აგიხსნი ყველაფერს.

ლევან ხაბეიშვილი: 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებაში რატომ იხდით? გოროგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?

კახა კალაძე: შენი როგორ უნდა შეგვეშინდეს. მარტივად გეტყვით, როცა იქცევით არასწორად და შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს თქვენ ვერ შემოხვალთ სანამ ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს.

ლევან ხაბეიშვილი:თქვენ მოუხადეთ ბოდიში დედაქალაქის მოსახელობას რომ გაყვლიფეთ ბიუჯეტი.

კახა კალაძე:  სანამ არ მოუხდით ბოდიშს მთავრობის თითოეულ წევრს ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით ასთი გაფარჩაკებული.

ლევან ხაბეიშვილი: ეს გაფარჩაკებული რამე ახალი ფორმაა? ზრდილობიანად არ შეგიძლია

კახა კალაძე: არ იმსახურებ მეტს.

ლევან ხაბეიშვილი: კორუმპირებული და ბიუჯეტის წურბელა ხარ. გეშინია და გარბიხარ.

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა ჟურანლისტებთნა განაცხადა რომ ის თბილისის მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს აპროტესტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...