კალაძე: ივერთუბანში 600 ოჯახს ექნება მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი, ქუჩები, ინფრასტრუქტურა

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“თბილისის ზღვას რაც შეეხება, როგორც გითხარით აქ გამოიკვეთა გარკვეული არასწორი დაერთებები. ერთ-ერთი რომელიც მძიმეა ეს არის, ე.წ. ივერთუბნის დასახლება, სადაც დაახლოებით 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. წლების წინ დედაქალაქის მერიამ იქ განახორციელა სანიაღვრე პროექტი და დღეს ვაწყდებით შემთხვევას სადაც ხდება უკანონო ჭრები. საკანალიზაციო ქსელი პირდაპირ დაერთე ები სანიაღვრო ქსელზე ეს ყველაფერი კი თბილისის ზღვის ახლოს მდებარე პატარა ტბაში ჩაედინება. როდესაც არის ნალექიანი ამინდები, ადიდდება ტბა, გაედინება თბილისის ზღვაში. ეს არის პრობლემა.

საუბარი იყო რომ კანალიზაცია, ფეკალიები ასბესტის მილებით ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში. ეს არის არასწორი ინფორმაცია, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თუმცა, თბილსერვისმა ასბესტის მილები როგორც ნარჩენები, თბილისის ზღვაზე გადაყრილი ამოასუფთავა. იყო ამის შემთხვევა და გაიწმინდა ივერთუბანში საერთოდ არ არსებობს საკანალიზაციო ქსელი.

დღეს შემიძლია გითხრათ რომ, “ჯივიპისთან” ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ პროექტი რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას რომ იქ მცხოვრებ 600 ოჯახს ექნება მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი. ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩები, ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა რომ ეს უბანი ყველანაირად იყოს მოწესრიგებული ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას”, – ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად