კალაძე: ივანიშვილი ახალი ხეების დასარგავად 15 მლნ ლარის პროექტს განახორციელებს

შესაბამისად, მისასალმებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი ფინანსებით განახორციელoს გამწვანების პროექტი, რაშიც, დაახლოებით, 15 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს.”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“თბილისში დღეს გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამხმარ და დაავადებულ ხეებთან, განსაკუთრებით ფიჭვებთან დაკავშირებით.

მერიამ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებული ფიჭვების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, თუმცა, პრობლემა მასშტაბურია. სამწუხაროდ, დაავადება, რომელიც ხეებს აქვს, გადამდებია და ჯანსაღი ხეებისთვის დამაზიანებელი.

როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში დაავადებული ხეების მოჭრის სამუშაოები და მათი ჩანაცვლება. მთაწმინდა-კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით. ასევე წყნეთის ფერდობზე გვაქვს პრობლემა, სადაც ფიჭვების დიდი ნაწილი გამხმარია.

შესაბამისად, მისასალმებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი ფინანსებით განახორციელoს გამწვანების პროექტი, რაშიც, დაახლოებით, 15 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს.

ჩვენ ბიზნესს არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულობისკენ, თანადგომისკენ, რადგან ეს საერთო პრობლემაა და მხოლოდ დედაქალაქის მერიის პრობლემა არ არის. ანუ, ეს იქნება ივანიშვილის პირადი ხარჯი, დაახლოებით 15 მლნ ლარის პროექტი განხორციელდება ახალი ხეების დასარგავად. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და გალამაზდება მთაწმინდის ფერდი, რომელიც, გარკვეულწილად, დაავადებული ხეების გამო, პრობლემურ მდგომარეობაშია,”-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად