კალაძე: გურამ დოჩანაშვილს ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ

თბილისის მერი კახა კალაძე გურამ დოჩანაშვილს დაბადებ დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს.

“დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს.
ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი, კაცი, რომელიც გვაყვარებს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ კაცობრიობას, მთელ სამყაროს.
დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია.
ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!” – წერს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად