კალაძე გლდანის მოსახლეობას: თუ დაინახეთ, რომ კომპანია არ მუშაობს, დაგვიკავშირდით!

“თუ შეამჩნევთ, რომ იქ ვინმე ისე არ აკეთებს სამუშაოს, კონკრეტული კომპანია, მოგვმართეთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გლდანში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. მიწისქვეშა კომუნიკაციები მაქვს მხედველობაში. უკვე საგზაო კომპანია არის შესული. დაწყებული აქვს გზის მოწყობის სამუშაოები. აქაც, მე მინდა ირაკლი ბენდელიანს დავაბარო, მასქიმალური ზედამხედველობა 24 საათი! როგორც კი იქნება სამუშაოები შეჩერებული, არ აქვს მნიშვნელობა დღის განმავლობაში, ღამე უფრო მარტივია მუშაობა. ნაკლები მოძრაობაა. ამიტომ მაქსიმალური ძალისხმვება რომ ღამე განხორციელდეს ყველა ის მძიმე სამუშაო რაც იმ კონკრეტული ქუჩებისთვის აუცილებელია. როგორც კი შეჩერებული იქნება მუშაობა, არ იქნება იმ რაოდენობის სამიშაო ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. საკმაოდ დიდიხანია მიმდინარეობს სამუშაოები”-განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა იმ შემთხვევაში თუ შენიშნავენ სამუშაო ჯგუფების შეჩერებულ მუშაობას თბილისის მერიას დაუკავშირდნენ.

“მინდა მივმართო მოსახლეობას. თუ თქვენ დაინახეთ, იქ ვიღაც არ მუშაობს. იქ, რა თქმა უნდა, გვეყოლება ზედამხედველები, დაგვიკავშირდით თქვენ, იაქტიურეთ. თუ შეამჩნევთ რომ იქ ვინმე ისე არ აკეთებს სამუშაოს, კონკრეტული კომპანია, მოგვმართეთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თქვენთან. ამას მოყვება რეაგირება.”- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად