კალაძე: გიორგი ქობულიას ქართულად უჭირს გადმოცემა, მის განცხადებაზე მასვე ჰკითხეთ

“ქართულად უჭირს გადმოცემა და შეიძლება ეგ პრობლემა იყო”,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მინისტრად ყოფნის პერიოდში მას განცდა ჰქონდა, რომ მიკერძოებული გარიგებების მსხვერპლი იყო, მისი ცუდი ქართულის ბრალია.

“არ ვიცი რას ნიშნავს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ეს განცხადება, მას უნდა ჰკითხოთ. ქართულად უჭირს გადმოცემა და შეიძლება ეგ პრობლემა იყო. ვერ გეტყვით”,- აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...