A1 ბანერი

კალაძე: “გაზპრომთან” ჩემი წინამორბედების აწყობილი ურთიერთობის დანგრევას არ ვაპირებ

„გაზპრომთან“ მოლაპარაკება არ არის მიღწეული, ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მყარი შეხედულებები და მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი წამოვიღოთ“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკება პოლიტიკურ რისკებს არ ქმნის. 

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ურთიერთობები, როგორც „გაზპრომთან“, ასევე ელექტროენერგიის ყიდვის თვალსაზრისით. ეს არის ნორმალური ურთიერთობები. ჩემი წინამორბედი მინისტრები გარკვეული სირთულეების მიუხედავად აშენებდნენ ამ ურთიერთობებს და არ ვაპირებ, რომ ეს ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე დავანგრიო“, – აღნიშნა კალაძემ. 

ცნობისთვის, კახი კალაძე ქვეყნის ენერგო მომარაგებისა და ენერგო დამოუკიდებლობის საკითხზე არასამთავრობოებს შეხვდა.
მინისტრმა 30 – მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან „გაზპრომის“ საკითი დახურულ კარს მიღმა განიხილა.
არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ერთიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფცია და ევროინტეგრაციის პროცესი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...