კალაძე გამგებლებს: მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, განსაზღვრონ პრიორიტეტები, რა უნდათ საკუთარ ქუჩაზე

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„2018 წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ თბილისის ბიუჯეტი 900 მილიონამდე აგვეწია. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ბიუჯეტს მილიარდ ლარს გადავაცილებდით. აღნიშნული რიცხვი გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის.

2019 წელს უკვე ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო წელს ეს რიცხვი განსაკუთრებულია და მილიარდ 245 მილიონი იქნება. თანხები ორი ძირითადი მიმართულებით დაიხარჯება – ინფრასტრუქტურა და ასევე ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება.

ამას დაემატება, ასევე, დაახლოებით, 270 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან წამოსაღები თანხები, რომელიც მოხმარდება იმას, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად იყოს მოწესრიგებული.

მინდა ყველას – სამსახურის უფროსებს, გამგებლებს დაგავალოთ, რომ მაქსიმალური ყურადღება, წლევანდელ ბიუჯეტი გამგეობებშიც განსხვავებულია. შესაბამისად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალება გექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მათი ჩართულობა, განხილვები სხვადასხვა პროექტზე, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალურად გაითვალისწინოთ. თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები, რა უნდათ განხორციელდეს საკუთარ ქუჩაზე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, თუმცა ადგილობრივების ჩართულობა მნიშვნელოვანია”-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად