კალაძე: გადავიხადოთ პარკირების საფასური და არ დავჯარიმდებით

ამის შესახებ, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდის კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, მოსახლეობას გაზრდილი საფასურის გადახდა წლის ბოლომდე ან 2020 წლიდან მოუწევთ.

“პარკირების ჯარიმის ამოქმედება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ ავტობუსების ჩანაცვლებას. როგორც კი გვეყოლება ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები უკვე დაიწყება ამოქმედება ამ რეგულაციის.

შეიძლება წლის ბოლომდე მოესწროს ჩანაცვლება და ამოქმედდეს ჯარიმა, ან 2020 წლის დასაწყისში.

აუცილებელია გადავიხადოთ პარკირების საფასური და მაშინ არ დავჯარიმდებით. ეს ყველაფერი გაკეთდება მაშინ, როდესაც გვეყოლება განახლებული ტრანსპორტი

საპარკინგე სივრცეები, ყველა ქუჩაზე, სადაც ხდება სამუშაოები, პარალელურად მიწისქვეშა პარკინგზე პროექტი გვქონდა და არ დაინტერესდა არავინ….ქალაქი იქნება მოწესრიგებული, იქნება მიწისქვეშა პარკირებები” – ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად