კალაძე: “ევრობასკეტი 2021” საქართველოში ჩატარდება, ვულოცავ კალათბურთის გულშემატკივრებს და მთლიანად ქვეყანას

“ევრობასკეტი 2021” საქართველოში ჩატარდება, ვულოცავ კალათბურთის გულშემატკივრებს და მთლიანად ქვეყანას. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა მთავრობის სხდომა სასიხარულო ინფორმაციით დავასრულო: 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. გუშინ მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა, მათ შორის საქართველოც. ტურნირის მასპინძლობის სურვილის შვიდმა ქვეყანამ გამოთქვა – საქართველომ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, უნგრეთმა, იტალიამ და სლოვენიამ და მათ შორის შეირჩა საქართველო, ჩეხეთი, გერმანია და იტალია. მინდა მივულოცო კალათბურთის გულშემატკივრებს და მთლიანად ქვეყანას”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად