კალაძე: ელისაშვილს ჩემი ვალი აქვს, თქვა ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა, მოემზადოს ფეხბურთისთვის

“ძალიან დაკავებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში საქმეებში ვართ ჩართული, ამიტომ, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ გავერთოთ”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე “პალიტრანიუსის” ეთერში “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელმაც კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოიწვია.

“როდესაც იყო დებატების საჭიროება, მივიღე ეს გამოწვევა და საზოგადოებას კარგად ახსოვს ალეკო ელისაშვილი იმ დებატებში.

სხვათა შორის, ჩემი ვალი აქვს. თუ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა. ასე რომ, თუ სურვილი აქვს, მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები“, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში “360 გრადუსი”.

შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატების დებატები 2017 წელს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვებთან ერთად ალეკო ელისაშვილმა და კახა კალაძემაც მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად