კალაძე ელიავას ბაზრობაზე: ქალაქის ინტერესებიდან გამოვალთ, მაგრამ კერძო საკუთრის უფლებას დავიცავთ

რეკრეაციული ზონები, გასართობი ცენტრები და სავაჭრო ზონები,- ასეთი შეიძლება იყოს მომდევნო წლებში ელიავას ბაზრობის ტერიტორია.

ელიავას ბაზრობის მესაკუთრეთა ნაწილმა კონკრეტულად კი შპს “სანაპირო საინვესტიციო ჯგუფმა”, თბილისის მერიას ტერიტორიის განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა. პროექტში – “ელიავა – რეგიონული მოლი”- საუბარია 6,5 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებაზე, რომლისთვისაც 8 პროექტი შეიმუშავეს და თბილისის მერიას მიაწოდეს.

როგორც თბილისის მერი, კახი კალაძე აცხადებს, მესაკუთრეებთან შეთანხმებით მუშავდება ორი გეგმა: ვმუშაობთ რამოდენიმე მიმართულებით,ერთია ბაზრობის მთლიანად გადატანა,ამისთვის დედაქალაქის მთავრობა,მუნიცილაპიტეტი,მზად არის შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მეორე მიმართულება არის ის, რომ მოხდეს თანამედროვე ევროპული ტიპის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. დედაქალაქის მთავრობა ყოველთვის გამოდის ქალაქის ინტერესებიდან,მაგრამ  იცავს ამავდროულად კერძო საკუთრების უფლებას.

მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ერთი ნაწილი რეკრეაციული ზონა იქნება, მეორე კი საქმიანი ფუნქციით განვითარდება. მერიის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ელიავს ბაზრობა კერძო საკუთრებაა და ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება.

“მოგეხსენებათ,ეს ტერიტორია დიდია,შესაბამისად მისი ერთი ნაწილის რეკრეაციული მიზნით განვითარება,ხოლო მეორე ნაწილი საზოგადოების საქმიანი ფუნქციით განვითარება, მაგრამ ისე, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.” – განაცხადა მაია ბითაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად