კალაძე: ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა “ღამის კურიერში” განაცხადა

“ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისთვის. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ძნელბედობის ჟამს ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება მომავალშიც”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად