კალაძე დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე: დავიწყებთ სამუშაოებს რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს

“პირველივე წუთიდანვე გამგეობა, გამგებელი, ყველა თანამშრომელი ადგილზე იმყოფებოდა. მოხდა ადამიანების გამოყვანა დროებით. ბინებს ვუქირავებთ და დავიწყებთ სამუშაოებს”,-ამის შესახებ კახა კალაძემ დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარების მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება.

“პირველივე წუთიდანვე გამგეობა, გამგებელი, ყველა თანამშრომელი ადგილზე იმყოფებოდა. მოხდა ადამიანების გამოყვანა დროებით. ბინებს ვუქირავებთ და დავიწყებთ სამუშაოებს რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს რაც დაზიანდა.

მე მქონდა საუბარი ამაზე, კომუნიკაცია შესაბამის სამინისტროებთან ვინც უნდა გააკეთოს რეგულაციები. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი თუ როგორ ვხედავთ ჩვენ, რა ცვლილებები უნდა გახორცილედეს, მათი თანხმობაც არის, ეთანხმებიან ამას და ერთიანი ძალისხმევით მოხდება ეს ცვლილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით.

თუ კი მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა, მაშინვე ჩაირთვება სიგნალიზაცია, და საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული. ეს უნდა იყოს სავალდებულო.

თუმცა, ადამიანებმაც უნდა გამოიჩინონ უფრო მეტი სიფრთხილე”,-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...