კალაძე: დიდება და პატივი ჩვენს გმირებს, მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი!

26 წლის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

” 26 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,ხოლო 300 ათასამდე ადამიანი დევნილად აქცია.

მაგრამ,ერთია,თუნდაც ყველაზე შემზარავი,სტატისტიკა და მეორე-რეალობა:დაკარგული სოხუმი, გადამწვარი სახლ-კარი, გაუბედურებული ოჯახები, ბავშვობაწართმეული პატარები, ახალგაზრდა ქვრივები,უიმედობა და სასოწარკვეთილება…26 წლის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი და დაგვანახა, რომ განვითარება და წინსვლა არის იქ, სადაც მშვიდობაა, სადაც ადამიანები საკუთარ კერაზე ცხოვრობენ, სადაც თეთრი სანაპიროა და ზღვა მშვიდი…

დიდება და პატივი ჩვენს გმირებს!

მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი!”,-წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად