კალაძე: დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით  ვლადიმერ პუტინის გინებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​ ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!”- წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...