კალაძე: დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“პირველ რიგში, ვულოცავ მთაწმინდელებს მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. მოგეხსენებათ 8 საათზე, დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდი თითოეულ აგიტატორს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური დასრულდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...