კალაძე: დააჯარიმეთ “თელასი”, დაიბარეთ ხელმძღვანელობა და აუხსენით – ეს მიდგომა მიუღებელია!

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის დავასრულეთ. თუმცა მოსახლეობას წინა სხდომებზე გავაცანი პრობლემა და რაში მდგომარეობდა პრობლემა.

დღეს გაირკვა რომელმა კომპანიამ ჩაიდინა ეს. ორ კონკრეტილ დაზიანებული იყო.

კანდელაკის ქუჩაზე ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო საკანალიზაციო ქსელი, ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც შემოწმების აპარატი- სპეციალური რობოტია, რ9მელსაც კომპანია gwp იყენებს იმუსთვის, რომ ახალი გაკეთებული ქსელი შეამოწმოს, სადმე პრპბლემა არ იყოს. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც ახალი ჩადებული, რეაბილიტირებული და განახლებული მილი ორ ადგილზე იყო გაგლეჯილი. ცხადია, ვიღაცას მიწის ბურღვითი სამუშაოები ჰქონდა ნაწარმოები ისე, რომ არც ნებართვა ჰქონდა, არც შეტყობინება იყო შემოსული და ორ ადგილზე იყო დაზიანებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის. განახლებული, სრულად რეაბილიტირებული დაზიანებული მილი ორ მონაკვეთზე კანდეკალის ქუჩაზე.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, დღეს ორივე მონაკვეთი მოწესრიგებულია, თუმცა აქ არის სხვა პრობლემა – ეს ყველაფერი დააზიანა „თელასმა“, მე არ მესმის, უბრალოდ, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომა ქალაქის, მუნიციპილიტეტის, იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ.
იყო ახალი აშენებული კორპუსი და იმისთვის, რომ ელექტროენერგია, ძაბვა შეეყვანათ, გააკეთეს ბურღვითი სამუშაოები ნებართვის გარეშე.

დააზიანეს ახალი, რეაბილიტირებული და განახლებული სისტემა.

არანაირი ნებართვა, შეტყობინება ეს მიუღებელია და ჩვენ ასე ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. შესაბამისად, ჯარიმა იქნება გამოწერილი. დაიბარეთ ხელმძღვანელობა და დაელაპარკაეთ, რომ ეს მიდგომა და დამოკიდებუპება კატეგორიულად მიუღებელია. რამეში დევაფერზეთ, არ ვეთანამშრომლებით თუ რა?განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად