კალაძე: ჩვენთან ყოველთვის ცხოვრობდნენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, მათი უფლებები დაცული იყო და იქნება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ძალიან ცუდი სანახავი იყო ის რაც გუშინ ვიხილეთ და ოხდა. ძლინ სამწუხაროა და მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, საქართველოში  წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობს და მომავალშიც იცხოვრებს განსხვავებული ეროვნების ადამიანები, განსხვავებული სარწმუნოების ადამიანები, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები და ყველას უფლებები ყოველთვის დაცული იყო, დღესაც იქნება დაცული და მომავალშიც. ეს ძალინ მნიშვენლოვანია” – განაცხდა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია, პრემიერა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.

ჩვენების ჩაშლას გეგმავდნენ “ქართული მარშის” წარმომადგენლები, ასევე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც აცხადებდა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

თბილისის აქციების პარალელურად, ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” მორიგი აღიარება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მოიპოვა. მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ზე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

შსს-მ აქციაზე 27 ადამიანი დააკავა. ასევე, დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი. მას სავარაუდოდ, სახის არეში ქვა მოხდა. პრემიერიდან გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით ”სირცხვილია” გააცილეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად