კალაძე: ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში

დედაქალაქის მერი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს.

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში გამოიხატა.

“ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში. რაც შეეხება მოვლენების მეორე ნაწილს, რაც სამწუხაროდ, განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც მოუწოდებდა შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა, შტურმით აეღოთ და ა.შ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი რაც განხორციელდა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა მოყვეს ამ ყველაფერს”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად