კალაძე: ჩემთვის ძალადობა, ადამიანების სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუღებელია

“ყველას მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ პროვოკაციას,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ლევან ხაბეიშვილსა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

“გამოძიებაც დაწყებულია, რეაგირებაც მოჰყვა ჩემი მხრიდან. მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, მიუღებელია ადამიანების სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, შევდივართ პოლემიკაში, დებატებში – ეს ნორმალურია, პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ ადამიანს მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.”,-ამბობს კახა კალაძე.

24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად