კალაძე: ბრალდებები თითიდან გამოწოვილია და არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს

“ანას ბაღის” მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.”,- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თბილისის მერი, “ანას ბაღში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მისი მერობის პირობებში ვერცერთ რეკრეაციულ სივრცეში მშენებლობა ვერ განხორციელდება.

“ანას ბაღის” მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მითუმეტეს, ჩემი მერობის პირობებში. პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში და სპორტულ ობიექტებზე მშენებლობები არ განხორციელდება. ბრალდებები თითიდან გამოწოვილია და ნამდვილად არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს ,” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, ადგილობრივები “ანას ბაღთან“ 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას უკვე 2 თვეა სხვადსხვა ფორმით აპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად