კალაძე ბიზნესმენებს: არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, მაგრამ ეს ხარისხიანად უნდა გაკეთდეს

"ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარებას, აღმშენებლობასა და მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია ეს გავაკეთოთ სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად. ამ ყველაფერში ჩვენი თანადგომა გექნებათ", – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო "რადისონში" დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

"რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა შეხვედრა დეველოპერებთან, მშენებლებთან, ჩვენ ვიცით არსებული მდგომარეობა, არსებული პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით, რაც ყველას გვაწუხებს, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით. იმის გაგრძელება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა და სანამდეც მოვედით, ყველანი კარგად ვხედავთ და ვაფასებთ არსებულ რეალობას. ამიტომ, თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარებას, აღმშენებლობასა და მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია ეს გავაკეთოთ სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად. ამ ყველაფერში ჩვენი თანადგომა გექნებათ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ღიად, გამჭვირვალედ და მჯერა, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან და ეფექტურ პროექტებს განვახორციელებთ თქვენთან ერთად", – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად