კალაძე: არავის არაფერი არ ეპატიება – კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია!

“მინდა გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენ ყურადღება მიმართული იყოს კორუფციის პრევენციაზე” – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა, თბილისის მერიის სამსახურის ხელმძღვანელებს, მოადგილეებს და გამგებლებს მოუწოდა კორუფციის პრევენციაზე იზრუნონ.

“მინდა გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენ ყურადღება მიმართული იყოს კორუფციის პრევენციაზე. მაქსიმალური ყურადღება, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით ჩემი მიდგომა რომ არავის არაფერი არ ეპატიება! ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია?!- ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ თავს არ დავხრით. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება ჩვენ ხელს შევუწყობთ! არავის არ დავტოვებთ მარტო, ვისაც დახმარება სჭირდება, თანადგომა! თუ ვინმეს ექნება გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო ამის მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი თხოვნა და მოთხოვნაა რომ მაქსიმალური ყურადღება იყოს ამ მიმართულებით, რათა თავიდან ავიცილოთ, პრევენცია იყოს!’-ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად