კალაძე აქციის დაშლაზე: სწორ ანალიზს თუ არ გავაკეთებთ, რთული იქნება ქვეყნის სწორად განვითარება

“ჩვენ თუ სწორ ანალიზს არ გავაკეთებთ, ძალიან რთული იქნება ამ ქვეყნის სწორად განვითარება, წინსვლა. “,-ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

“შევხედოთ ქრონოლოგიურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები. იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო. ადამიანები გამოთქვამდნენ პროტესტს და დღესაც გამოთქვამენ, ეს ნორმალურია, ამას ვერავინ შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული პილიტიკური შეხედულება ჰქონდეს, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს ამა თუ იმ საკუთხზე, ჩვენს ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს ეს ყველაფერი და ამას ვერავინ შეუზღუდავს. ეს ყველაფერი ხდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ მერე როგორ განვითარდა მოვლენები, პილიცია ხომ არ შევარდნილა, ხომ არ დაუწყია ეს ყველაფერი?!.. – ჩვენ თუ სწორ ანალიზს არ გავაკეთებთ, ძალიან რთული იქნება ამ ქვეყნის სწორად განვითარება, წინსვლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად