კალაძე: ანაკლიის პროექტის განხორციელება არ უნდა მოხდეს ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე

ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს და ვერ მოხდება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

„არ ვიცი, ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია. ალბათ, შესაბამის სამინისტროებთან, თუმცა ზეწოლას ნამდვილად გამოვრიცხავ. ზეწოლა შეიძლება იყო იმ თვალსაზრისით, რომ პროექტი დაჩქარებულიყო და პროექტი განხორციელებულიყო, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვისაც, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს და ვერ მოხდება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე. ეს იყო კერძო ინვესტიცია. იყო სურვილი ამ პროექტის განხორციელების ამ კონკრეტული ჯგუფის მხრიდან, რომელიც თქვენ დაასახელეთ, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.”,-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად