კალაძე: ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

„ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, უამრავი გამოწვევაა ქალაქში და ამას ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, გარკვეული რეგულაციების ცვლილება სჭირდება, რაც დაწყებული გვაქვს. ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს თბილისის საკრებულოს მხრიდან. შეუძლებელია, ვიფიქროთ წარმატებასა და წინსვლაზე, თუ რეფორმები არ განვახორციელეთ. მინდა, საკრებულოს თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც ისინი თბილისისა და თბილისელებისთვის ჩვენთან ერთად აკეთებენ.

ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და წარმატებით დასრულება ასევე, შეუძლებელია საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ, გავამკაცრეთ კანონები, სამშენებლო რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარდაუვალი იყო და ამის გარეშე შეუძლებელია, მომავალზე გვეფიქრა. ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქართველოს პარლამენტიდან. მინდა, თითოეულ ჩვენს პარლამენტარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...