კახა კალაძე: ალეკო ელისაშვილი არის უბინძურესი ადამიანი

ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის ალეკო ელისაშვილი დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„პირველ რიგში ჩემ თავს არ ვაკადრებ ვუპასუხო ისე, რისი ღირსიც არის ბატონი ელისაშვილი.
ბატონი ელისაშვილი არის ყველაზე უბინძურესი ადამიანი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ელისაშვილის თქმით, კახა კალაძემ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შემოუთვალა, თუ ხელს არ მახლებთ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დავუპირისპირდებიო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად