კალაძე: 2500 ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია, აქტიურად ვმუშაობთ “ცენტრ პოინტის” პრობლემაზეც

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ვიდრე გეტყოდეთ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეთანხმება , რომელიც იქნეა მიღწეული კონკეტულ საკითხთან დაკავშირებით , მანამდე მინდა პატარა ისტორია მოგიყვეთ სტუდენტი გოგონას, რომლისგან მომივიდა წერილი ერთი წლის წინ. მაშინ მე ახალად არჩეული მერი ვიყავი და რამოდენიმე თვეში მივიღე შეტყობინება , რომელიც უკავშირდრბა ერთ კონკრეტულ ოჯახს , ერთ პატარა გოგონას , რომელიც გახლავთ სტიდენტი, ცხოვრობს თბილისში . მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი რომ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა. მის სურვილი შეუსრულებელი დარჩა . დედას მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება იტალიაში და იქ დაიწყო მუშობა მომვლელათ, იმისთვის რომ თავისი ოჯახი ერჩინა.

ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში. გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს თანხები. დედა რომელიც იტალიაში მუშაობდა წლების განმავლობაში ჰქონდა დანაზოგი. ამ ოჯახმა საბოლოო ჯამში შეიძინა ბინა. თუმცა, ეს ამბავი ასე კეთილად არ მთავრდება. ამის მერე დაიწყო პრობლემები და ეს პრობლემა გახლდათ სამშენებლო კომპანია “ სვეტი”. ამ ოჯახის მსგავსად არის 2500 მდე დაზარალებული .

ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანურ პრობლემაზე, რომ წლების განმავლობაში წლობით დანაზოგი თანხით ყიდულობ ბინას და საბოლოო ჯამში ფულიც გეკარგება და ბინაც.

ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე , რომ ეს ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი აბავი, არამედ თუთოეული ამ ოჯახის თვალით დავინახოთ თუ რაოდენ მნიშვნელივანია ის პრობლემა რომელიც აწუხებს ამ ადამიანებს .

თბილის მერიის დაკომპანია m2 და საინიციატივო ჯგუფი ვინც მუშაობდა ამ საკითხზე, ხანდახან იმედის დაკარგვით, მაგრამ ყოველთვის საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილით დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია და 2500 იჯახის საკითხი გადაწყვეტილია . დიდი მადლბა მინდა გადავუხადო საინიციატივო ჯგუფს , სამშენებლო კომბანია m2, პროკურატურას , ფინანსთა სამინისტროს , ფინანსურ პილიციას.

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით ადამიანების ჩართულობით ადამიანების პრობლემის გადაწყვეტა , რომელიც აწუხებდა ამ 2500 მდე-ოჯახს.

ერთი ანდაზა შთაგონება მაქვს, რომელიც ამასწინათ შემხვდა და მოვინიშნე, რაც ამ კონტექსტში ზუსტად გამოხატავდა ჩვენს განწყობას.

“წარმატება არ არის საბოლოო, არც დამარცხებაა ტრაგედია, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია გაგრძელების სურვილი” .

შესაბამისად ეს წარმატება რა არის საბოლოო ამ 2500 ოჯახის მსგავსად სამწუხაროდ არის კიდევ ადამიანები , რომლებიც ანალიგიურად სამშენებლო კომპანიების მხრიდან არიან დაზარალებულნი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის მაგალითია “ცენტრ პოინტის” თემა. მჯერა რომ ამ პრობლემას მივიყვანთ ბოლომდე .

მე მინდა თითეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო , როცა ვუყურებ მათ საქმიანობას, შეიძლება ითქვას თამამად , რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემას , მაგრამ ასვე საბედნიეროდ არსებობენ ადამინები რომლებიც პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობებს”- განაცხადა კალაძემ

ცნობისთვის, “სვეტისგან” დაზარალებულ 2500 მობინადრეს m2 აუშენებს საცხოვრებელ ფართებს. კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...