კალაძე: 1 ბილეთით შესაძლებელი იქნება ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი მგზავრობა

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“სიმართლესთან ახლო არაა, რომ თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება.

ჩვენ არასდროს გაგვიყვია ქალაქის ცენტრი გარეუბნებისგან, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. თვითონ რეფორმა, ერთიანი სისტემა არის მნიშვნელოვანი, ანუ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი, ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამასთან დაკავშირებით იქნება უახლოეს მომავალში პრეზენტაცია. თქვენ იცით, რომ მიკროავტობუსები 2011 წელს იქნა შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული  აქვს, შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კერძო კომპანიასთან, რათა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...