კაკულია: როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს 14 მილიარდიანი ბიუჯეტი, არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის დასაწყისში ეს თანხა მომენტალურად შეივსო

“ყოველი სამსახურიდან გაშვებული ადამიანის მხარდაჭერისათვის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება, დააკლდება იმავე ბიზნესების მომავალი განვითარების პერსპექტივას”.

ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ „დღის კურიერის“ ეთერში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საუბრისას განაცხადა.

რომან კაკულიას თქმით,  „ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, როდესაც ეკონომიკაზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, ეკონომიკა ყველაზე მარტივი განმარტებით ნიშნავს დოვლათის დაგროვების და შემდეგ მისი განაწილების მეცნიერებას, ამიტომ ვინც მარტო იმაზე საუბრობს რა უნდა გავანაწილოთ, ის ან უბრალოდ პოპულისტია, ან არაპროფესიონალი. მთავარი გამოწვევა დღეს არის ის, რომ არაპროგნოზირებადია საბიუჯეტო შემოსულობები, რომელიც დარჩენილია და რომელსაც ბიუჯეტი მიიღებს. როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს 14 მილიარდიანი ბიუჯეტი, არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის დასაწყისში ეს თანხა მომენტალურად შეივსო. ბიუჯეტის შევსება დამოკიდებულია და გათვლილია მთელი წლის შემოსულობებზე. ამას ეფუძნება სწორედ, სიფრთხილე და გარკვეული ტიპის გახანგრძლივება ვადაში, გადაწყვეტილებებისა თუ რაში რა უნდა დაიხარჯოს“.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად