კაკულია: მსჯელობა, რომ მაკო გომური არ დაზარალებულა, მე მგონი, საერთოდ არავითარ ლოგიკაში არ ჯდება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აუცილებლად მიიჩნევს, მოქმედი კანონის შეცვლას, რომლის მიხედვით პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ხდება.

ამის შესახებ რომან კაკულიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ ეს არის კანონმდებლობის და მიდგომის ძალიან დიდი ხარვეზი, რომელიც  უხერხულობაში აყენებს ყველას და ალბათ, ყველას, ვისაც უნდა, რომ რეალურად იყოს ასახული მომხდარი სიტუაცია იმ შედეგებში, რომელიც დადგება.

“იმაზე მსჯელობა, რომ მაკო გომური არ დაზარალებულა, მე მგონი, საერთოდ არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ მესმის ის კანონმდებლობასთან დაკავშირებული განმარტებები, რომელიც პროკურატურაში კეთდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს კანონმდებლობა შეიცვალოს ისეთნაირად, რომ ასეთ უხერხულობაში აღარ მოგვიწიოს ყოფნა. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, მაკო გომურს არ ვუწოდო დაზარალებული. მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე. არა მგონია, არსებობდეს მოსამართლე, რომელსაც კანონმდებლობა აძლევდეს საშუალებას და მან უკან დაიხიოს და მას არ უწოდოს დაზარალებული, მაგრამ ეს ხარვეზი გამოსასწორებელია. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, რომლის მიხედვითაც დღევანდელი კანონმდებლობით ადამიანი სახელდება დაზარალებულად. ამ მიდგომამ მიგვიყვანა ასეთ აბსურდულ სიტუაციამდე, რაც ძალიან სამწუხაროა,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად