კაკულია მაჭავარიანზე: პარლამენტი რეაგირების გარეშე არ დატოვებს ასეთ თემას

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, პარლამენტი რეაგირების გარეშე არ დატოვებს იმ ფაქტს, რომ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა.

როგორც რომან კაკულიამ  აღნიშნა, დაელოდება მინისტრის განმარტებას და ამის შემდეგ გააკეთებს თავად კომენტარს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვანო მაჭავარიანს ეს ყველაფერი რომ მომასმენინა დღეს და სამწუხაროდ, ბევრი პასუხი არ მაქვს. მოულოდნელობა იყო ეს ჩემთვისაც. ერთ რამეში ყველას ვეთანხმები, რომ პარლამენტი აუცილებლად რეაგირების გარეშე არ დატოვებს ასეთ თემას. თუ არსებობს მოტივაციები, რაც მინისტრს აქვს, ამის გამოთქმის საშუალება მიეცემა, თუმცა ვფიქრობ, რომ რეგლამენტის პირველ ადგილზე დაყენება იყო გადამწყვეტი და მინისტრმაც იცის ჩემი ეს მოსაზრება, არაერთხელ მქონდა მასთან კომუნიკაცია და სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ: პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო. ივანე მაჭავარიანი კომიტეტზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მიერ იყო დაბარებული. დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანს ძირითადად სამ საკითხზე უნდა ესაუბრა: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად