კაკულია: გიორგი ქობულიამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება

“ძალიან დიდი სამინისტროა. მისთვის ეს გარემო თავისთავად ცხადია ცოტა უცხო იყო, ის სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. “,-ამის შესახებ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გიორგი ქობულიას შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გიორგი ქობულიამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება. ამას მაინც და მაინც კრიტიკით არ ვამბობ მის მიმართ. ძალიან დიდი სამინისტროა. მისთვის ეს გარემო თავისთავად ცხადია ცოტა უცხო იყო, ის სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. უნდა ვისაუბროთ რაღაც ტიპის უთანხმოებაზე, მასსა და პრემიერს შორის, რომელზეც თვითონ უნდა გააკეთოს განცხადება,“-ამბობს რომან კაკულია.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. მისი გადადგომის შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...