A1 ბანერი

კაკულია: ეკა ბესელიამ დააანონსა ყველაფრისთვის ნათელის მოფენა,ალბათ გუნდიც თავის პოზიციას გამოვა

“ქალბატონმა ეკამ თვითონ ბრძანა, დააანონსა, როგორც ვიცი, ნათელისმოფენა ყველაფრისათვის ორშაბათს. ალბათ გუნდის მხრიდანაც, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მათსავით სათავეში ედგნენ „ქართული ოცნების“ შექმნის ინსტიტუტს, ისინიც თავის პოზიციას გამოვლენ და ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდებით”-ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირე რამდენიმეჯერ და ვთვლი, რომ სანამ ახლა არ მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც იქნება საერთო გადაწყვეტილება და კენჭისყრის თემა არ დადგება თქვენის ნებართვით, ყოველდღიურად ამის გამეორების პროცესში აღარ ვიქნები.

რაც შეეხება დაპირისპირებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დამფუძნებლები არიან „ ქართული ოცნების“ , მე ადამიანი, რომელიც 2016 წელს შემოვუერთდი ამ თემას, მაინც და მაინც დიდი აქტიურობით არ მინდა, რომ გამოვირჩეოდე ამ შეფასებებში.

აქაც იმედი მაქვს, რომ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ქალბატონმა ეკამ თვითონ ბრძანა, დააანონსა, როგორც ვიცი, ნათელისმოფენა ყველაფრისათვის ორშაბათს. ალბათ გუნდის მხრიდანაც, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მათსავით სათავეში ედგნენ „ქართული ოცნების“ შექმნის ინსტიტუტს, ისინიც თავის პოზიციას გამოვლენ და ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდებით,“-აცხადებს კაკულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...