კაკულია: დაპირების შეუსრულებლობა არ არის ის თემა, რომელზეც ვინმე თვალის დახუჭვას აპირებს

ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რომან კაკულიას თქმით, რეზოლუციები, რომელსაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, პოლიტიკურ თემებსაც შეეხება, რაზე ქართულ მხარეს, მისი თქმით, შენიშვნები ჰქონდა.

ბიუროს დახურული ფორმატიდან გამომდინარე, რომან კაკულია არ აკონკრეტებს შენიშვნის დეტალებს, თუმცა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე მსჯელობა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიურ სესიაზე გაგრძელდება.

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომამ შეაჯამა ოთხი კომიტეტის ფარგლებში მიღებული რეზოლუციები და მათთან მიმართებით გამოთქმული შენიშვნები. ასევე ორი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტები და ახლა ემზადება პრელანურულისთვის, სადაც მოხდება საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება, თუ რა ტიპის რეზოლუციებით გადაწყდება მუშაობა ევრონესტის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვნად აისახება საბოლოოდ ევრონესტის მუშაობაზე. მნიშვნელოვანი თემები იყო გაჟღერებული ეკონომიკაზე. იყო პოლიტიკური თემებიც“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად