კაკულია: ჩემი აზრით, ყოველი თეთრის ცვლილებაზე ეროვნული ბანკი კომენტარებს არ უნდა აკეთებდეს

"ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და თავისთავად ცხადია ჩვენ ერთად ვაანალიზებთ იმ ტენდენციებს, რომელთანაც საქმე გვაქვს", – ასე პასუხობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე "აიპრესთან" ინტერვიუში კითხვას იმაზე, რომ ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ლარის კურსის გაუფასურების თაობაზე.

არ ფიქრობთ, რომ საჭიროა ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გამოვიდნენ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე? თუნდაც იმიტომ რომ არ იყოს საზოგადოებაში აჟიოტაჟი, რაც შემდეგ ახდენს გავლენას ვითარებაზე?

აჟიოტაჟს ბევრი მიზეზი აქვს ჩვენ ქვეყანაში. არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ოღონდ რამე მიზეზი გამოჩნდეს და რა თქმა უნდა აჟიოტაჟს აწევენ. ჩემი აზრით, ყოველი თეთრის ცვლილებაზე ეროვნული ბანკი არ უნდა კეთებდეს კომენტარებს. ის მაშინ გააკეთებს კომენტარს, როცა საჭიროდ ჩათვლის რომ კომენტარი გასაკეთებელია. ჯერჯერობით მას არ დაურღვევია პრინციპი. შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ ხარვეზები მის მუშაობაში და არავინ არის სრულყოფილების განსახიერება. ჩვენი ეკონომიკის პირობებში, რაცერთი ინსტიტუციაა ასეთი, მაგრამ ცუდად არ მუშაობს. მე ვერ ვიტყვი, რომ რაც ხდება მაშინვე უნდა გაეკეთებინა განცხადება. თუ ამის საჭიროება დადგება, პირველი ვიქნები, ვინც მას ამისკენ მოუწოდებს.

ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, გუშინ ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 4 პუნქტით გაუფასურდა. დღეს ლარი ოდნავ კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 დოლარი 2.6202 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 3.0478 ლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად