კაკუბავა: „ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს

ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და სასამართლოს მიერ მირებულ გადაწყვეტილებას “პოლიტიკური გადაწყვეტილება” უწოდა.

„ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით მიჰყავდათ მთელი ეს ბრძოლა, სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ხელისუფლება უნიათოა. ალბათ, საერთოდ არ არსებობს საქართველოში ხელისუფლება. საქართველოს „ოცნება“ არ არის ეს, ვისი „ოცნებაა“, თავად ვერ გაურკვევიათ საცოდავებს. ამ ქვეყანაში სამართალს არავინ ემსახურება, თქვენ ამას ვერ ატყობთ?!“- განაცხადა ბორის კაკუბავამ.

მისივე თქმით, „ნაცებმა“ ქვეყანას ანახეს, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის ღირსი, საქართველოს სათავეში იყოს.

შეგახსენებთ: სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად