კახიძე თავაძეზე: მან ან კანონი არ იცის, ან არაკეთილსინდისიერად ცდილობს, თავს მოგვახვიოს საკუთარი კანდიდატურა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის მოთხოვნას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს, უარყოფითად აფასებს საპარლამენრო ოპოზიცია.

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს სპეციალურად რომელიმე კანდიდატისთვის ცალკე კენჭისყრის ჩატარებას.

“მან ან კანონი არ იცის, ან არაკეთილსინდისიერად ცდილობს, თავს მოგვახვიოს საკუთარი კანდიდატურა, როდესაც არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს. თავაძე დისკვალიფიცირებული უნდა იყოს ამ კონსკურსიდან,”- განაცხადა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეაგხსენებთ: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა ვადის გადადების თხოვნით მიმართავს.

“გთხოვთ, გადადოთ უზენაესის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა ჩემი განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენის კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებამდე“,- ნთქვამია ზაზა თავაძის წერილში, რომელიც არჩილ თალაკვაძეს უკვე გაუგზავნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად