კახიძე: “ქართულ ოცნებას” მოვუწოდებ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას

“უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ ისტერიკა ამ დანიშვნასთან დაკავშირებით”.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის შეფასებისას განაცხადა.

„ზოგადად, არც ერთი აქაური პარტიის საქმე არ არის, ვის რა თანამდებობაზე დანიშნავს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო უკრაინა. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ჩვენი ქვეყნის ისტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას და გაითვალისწინოს, რომ უკრაინა და საქართველო არიან პარტნიორი ქვეყნები, არიან მეგობარი ქვეყნები და საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში არის ერთ პაკეტში. ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ამ ინტერესებით ამოვიდნენ და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსნებთ: 7 მაისს,  მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ვებგვერდზე გავრცელდა.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად