კახიძე:პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, “გავრილოვის ღამის” გადაბრალება, სურთ აქციის მონაწილეებზე

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმ,ა ოთო კახიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” წევრის ოთო კახიძის შეფასებით, პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ გენერალური პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.

“პროკურატურა რომ აქამდე არ აკეთებდა ამას მაკო გომურის შემთხვევაში და დღეს კიდევ არ აკეთებს გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, რომ გენერალური პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. მათ “გავრილოვის ღამის” გადაბრალება, იმ საშინელების და ველურობის რაც დაატრიალეს, სურთ აქციის მონაწილეებზე,”- განაცხადა ოთო კახიძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე დაშავებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად