კახიძე: პრობლემა პერსონალურად ჩინჩალაძე-მურუსიძეში კი არ არის, არამედ ის, რომ სასამართლო ხელისუფლების მორჩილია

“ახლა იმის თქმა თუ გინდათ, რომ სასამართლო გახდა ანგელოზი და აღარ ასრულებენ დაკვეთებს, ეს არის დიდი ტყუილი”, – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ის პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები, ვინც სასამართლო ხელისუფლებას მართავს, ესენი არიან მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. ოღონდ, ამ გვარებს, რომელსაც მე ვასახელებ, სხვებზე ცუდები კი არ არიან, ეს ხალხი უბრალოდ ამ მომენტისთვის მართავს სასამართლო ხელისუფლებას. არ იქნებიან ესენი? ვიღაც სხვა გამოჩნდება, ვინც მართავს. ჩვენთვის პრინციპია პრობლემური”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ კონკრეტული მოსამართლეების დემონიზაციის მომხრე არ არის, მისთვის მთავარია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.

“მურუსიძე- ჩინჩალაძეში კი არ არის პერსონალური პრობლემა, ჩვენ პრობლემა გვაქვს იმაში, რომ სასამართლო ტრადიციულად ხელისუფლების მორჩილია”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...