კახიძე: მოსამართლეობის კანდიდატებს შორის შესაბამის კრიტერიუმებს თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს

“7-11 ოქტომბრის კვირაში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის შესაბამის კრიტერიუმებს თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს.” – 7-11 ოქტომბრის კვირაში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის შესაბამის კრიტერიუმებს თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს.

„ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ ამ კანდიდატებიდან თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესაბამის კრიტერიუმებს. რაც შეეხება, მაია ვაჩაძეს ის აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის სტანდარტებს, თუმცა კეთილსინდისიერების კრიტერიუმში ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, რომელსაც მიგვაჩნია, რომ უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მას აქვს განხილული „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც ძალიან პრობლემური საქმეა. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დიდმა პალატამ აღნიშნული საქმე, სადაც მაია ვაჩაძე მონაწილეობდა და მან დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა ამის საჭიროება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველო” კანდიდატებს სამი კრიტერიუმის – კომპეტენტურობის, კეთილსინდისიერებისა და ზოგადი განათლების მიხედვით აფასებს.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, ძალიან დაბალი სტანდარტი აჩვენეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ზაზა თავაძემ და შალვას თადუმაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად