კახიძე: ნიკა მელიას ადგილას ვიტყოდი რომ ემოციურ ფონზე შემეშალა

“მან უნდა თქვას რომ ეს განცხადება შეცდომა იყო და უპასუხისმგებლობა და არა დანაშაული.”,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთო კახიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

” ნიკა მელიას ადგილას მე რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი რომ ემოციურ ფონზე შემეშალა. ეს იყო შეცდომა. ეს განცხადება არ უნდა გამეკეთებინა. შევეცდებოდი სიტუაციის განმუხტვას. ასეც იყო, მოლაპარაკებაზე როცა იყო საუბარი ნიკა მელიაც მოუწოდებდა ხალხს შევდივართ მოლაპარაკებაზე და გაჩერდით, თუმცა ხელისუფლებამ დარღვია შემდეგ ეს პირობა.

უკაცრავად და შეცდომის აღიარებას წინ რა უდგას? თან როცა მაბრალებენ სრულად უნამუსოდ რომ სამართლებრივ რაღაცაში ვეხმარები ხელსიფულებას. პირიქით ეს მელიას დაცვის ხაზია. მან უნდა თქვას რომ ეს განცხადება შეცდომა იყო და უპასუხისმგებლობა და არა დანაშაული. “,-განაცხადა ოთო კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი დაწერა ““გავრილოვის ღამის” მოწყობაში დამნაშავეა ხელისუფლება, მელიას მოწოდება უპასუხისმგებლობაა”, რაც სრულად გაიზიარა ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და განაცხადა “““მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, “ნაცმოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა სადაც ის “ევროპული საქართველოს” წევრს, ოთო კახიძეს მიმართავს და კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ ის განცხადებები, რაც მან იმ დღეებში გააკეთა სრულიად აქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. შესაბამისად ნიკა მელია, ოთარ კახიძეს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ვინაიდან “ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროთ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...