კახიძე: მაქვს განცდა რომ, ხელისუფლება ცდილობს თემირალ მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას

“სუს-მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ძმისშვილს ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს”,- ამასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა

“მძიმე ან განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის მომზადება არის დანაშაული და სახელმწიფოს ვალდებულება ის კი არ არის, რომ მოქალაქეებს მოასმენინოს სხვადასხვა ტიპის მტკიცებულებები, არამედ საფრთხეები უნდა აღკვეთოს.

მთავარი საკითი აქ არ უნდა იყოს, მალხაზ მაჩალიკაშვილის საუბარი, ვინაიდან მე მაქვს განცდა, რომ ხელისუფლება ცდილობს თემირალ მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მართლაც, რომ ამას გეგმავდეს ეს რამენაირად ამართლებს სპეცოპერაციას, რომელსაც 19 წლის ბიჭი თემირალ მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა?!

იმ სპეცოპერაციაზე არანაირი პასუხი არ გვაქვს და ეს ჩანაწერია პასუხი?! ამ სურათით ხდება მალხაზ მაჩალიკაშვილის პორტრეტის წარმოდგენა საზოგადოების წინაშე და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ცუდი ადამიანი.„- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი.

სუს-ის ინფორმაციით მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე და აუდიოს ჩანაწერს ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად