კახიძე: ივანიშვილის ირგვლივ თუ ვინმეს შერჩენია საღი აზრი გააფრთხილონ რომ ცუდად დაამთავრებენ

“ეს არის სრულიად უნაყოფო მცდელობა”,-ასე ეხმაურება ოთო კახიძე ჟურნალისტებთან ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარებას.

კახიძის თქმით, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს გააგრძელებს, ძალიან ცუდად დაასრულებს.

“ეს არის სრულიად უნაყოფო მცდელობა, მინდა, მოვუწოდო, თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია, ივანიშვილის ირგვლივ გააფრთხილონ მათი ლიდერი, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ თუ ბოლომდე ამ გზაზე წავლენ. თუ შეეცდებიან რომ პოლიტიკური რეპრესიები ყველას შეახონ.

ეს არის ძალიან მძიმე გზა, ეს არის დიქტატორების გზა და ამ გზაზე გამორიცხულია, რომ რომელიმე ხელისუფალმა წარმატებას მიაღწიოს,”- ამბობს ოთარ კახიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დამიბარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად