კახიძე: ივანიშვილი ვერ ხვდება, რაც უფრო გადაღუნავს სახაზავს, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირ-პირში

ამის შესახებ “ებროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე Facebook-ში წერს:

“ქვეყნის ინტერესშია, რომ ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შემდეგ არ განადგურდეს, იარსებოს და ოპოზიციაში გადავიდეს.

მაგრამ ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, რომ ცუდად დაამთავროს. ვერ ხვდება, რომ სახაზავს რაც უფრო გადაღუნავს, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირ-პირში.

ბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ და ფული სად აკეთონ, სამსართულიანი სახლი აიშენონ თუ ხუთიანი, აუზით, საუნით, თუ სარდაფებით,

და რითია ამ დროს პროკურატურა დაკავებული?

თურმე ხაზარაძემ თავისი ბანკი დააზარალა და გვარამიამ – რუსთავი ორი. ვთპუ.

გემს მიხედეთ, გემს”, – წერს ოთარ კახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...