კახიძე: ივანიშვილი ცდილობს უზენაესი სასამართლო გადააქციოს თავის სანოტარო კანტორად

“ახლა საზოგადოება უყურებს, როგორ ცდილობს ივანიშვილი, რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადააქციოს თავის სანოტარო კანტორად”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესის არაობიექტურობაზე საუბრობს.

„ისე მოაწყვეს კანონმდებლობა, ისე მოირგეს, რომ საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს მმართველ კლანს, რომ მხოლოდ თავისთვის მისაღები კანდიდატები შეარჩიოს. ეს საშუალება მათ მმართველმა გუნდმა, ივანიშვილის დავალებით დაუმტკიცა, რისთვისაც მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც კი უგულებელყვეს. ახლა საზოგადოება უყურებს, როგორ ცდილობს ივანიშვილი, რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადააქციოს თავის სანოტარო კანტორად“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად